საორიენტაციო შეხვედრა გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის

25 დეკემბერი 2025

24-25 დეკემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრები გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.

 

2026 წლის გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან  უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, აშშ, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, უნგრეთი, სლოვაკეთი და თურქეთი.

 

შეხვედრების მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.