საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებთან

8 სექტემბერი 2022

5-7 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, პირველკურსელებთან საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. მათ CU-ის სკოლების დეკანებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო და რეგისტრაციის პროცესების შესახებ.

 

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, პირველკურსელებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, კავკასიის უნივერსიტეტმა მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღო.

 

პირველკურსელთათვის სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება.