საორიენტაციო პრეზენტაციები ჯორჯ ვაშინგტონის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში

22 ივნისი 2022

20-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ჯორჯ ვაშინგტონის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში საორიენტაციო პრეზენტაციები გაიმართა.

 

პრეზენტაციების მთავარი თემა საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევების თუ შესაძლებლობების, ასევე კახეთის რეგიონის, როგორც ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტის განხილვა იყო.

 

პრეზენტაციები ჩაატარეს ტურიზმის ინდუსტრიის და სხვადასხვა დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებმა, კერძოდ:

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის - ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველო - მთავარი სპეციალისტი თამარ კახიძე;

 

ტურიზმის სტატისტიკის სამმართველო, ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი, სამმართველოს უფროსი ბადრი კვაჭაძე;

 

კახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორის მოადგილე ელენე პაპუნაშვილი;

 

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი, საგანმანათლებლო კომიტეტის ხელმძღვანელი, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნინო კეკელიძე;

 

ბორდის წევრი, საერთაშორისო პროექტების და გრანტების მიმართულების მენეჯერი ნანა რობიტაშვილი;


ორგანიზაცია საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენელი თამუნა ჭურღულაშვილი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ორკვირიანი ვიზიტით აშშ-ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის  ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფს მასპინძლობს, რომლებიც კახეთში საველე კვლევას კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებთან ერთად ჩაატარებენ.

 

კვლევის ფარგლებში სტუდენტები გამოიკითხავენ  ღვინისა და გასტრონომიის ტურისტული მომსახურების ძირითად ობიექტებს, კვლევის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება: ახალი პროდუქტების შეთავაზებას, ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისებას, პოზიციონირებისა და მარკეტინგის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

 

შედეგების პრეზენტაცია გაიმართება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის ადმინისტრაციის და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის. კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება თითოეული დაინტერესებული პირისთვის.

 

პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი საკვლევი პროექტის ფარგლებში და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.