პროფესორ ზვიად კირტავას მონაწილეობა ქცევითი დამოკიდებულებების მე-11 საერთაშორისო კონფერენციაში (სტამბული, თურქეთი)

17 სექტემბერი 2026

24-26 აგვისტოს სტამბულში, ბოგაზიჩის უნივერსიტეტში ჩატარდა ქცევითი დამოკიდებულებების მე-11 საერთაშორისო კონფერენცია (ICBA 2026), რომლის ორგანიზატორი იყო ქცევითი დამოკიდებულებების შესწავლის საერთაშორისო ასოციაცია (პრეზიდენტი - ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი ჟოლტ დემეტროვიჩი). კონფერენცია მიეძღვნა ქცევითი დამოკიდებულებების, კერძოდ - ინტერნეტის პრობლემური გამოყენების და მისი ფორმების (პრობვლემური ონლაინ გეიმინგი და ონლაინ გემბლინგი, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, სმარტფონებზე დამოკიდებულება და სხვ. - შესწავლას. კონფერენციაში მონაწილეობდა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე მეცნიერი.

 

კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა ზვიად კირტავამ. მოხსენება შეეხო ქართველ და უცხოელ სტუდენტებში ინტერნეტ-დამოკიდებულების და მისი სხვადასხვა ფორმების შესწავლას, რაც საქართველოში პირველად ჩატარდა და მათ დასადგენად ისეთი თანამედროვე კვლევითი ინსტრუმენტების ფსიქომეტრულ ანალიზსა და ქართულ სამეცნიერო სივრცეში ვალიდაციას, როგორიცაა CIUS-14 (ინტერნეტ დამოკიდებულების ქცევითი დამოკიდებულების ინსტრუმენტი), BSMAS-6 (სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების დასადგენად) და JSS-4 (ძილის დარღევევბის დასადგენად). კვლევა შეასრულა მკვლევართა იმ ჯგუფმა, რომელმაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების პროექტში გაიმარჯვა: ზვიად კირტავა, ანა დეკანოსიძე, მელანია ჩარგაზია, ქეთევან სილაგაძე, აკაკი კაპანაძე და გიორგი მახარაშვილი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მე-5 კურსის წარჩინებული სტუდენტებმა კრიშნა და შრი მუთუველაიუთამ სანგარანაჩიარებმა. კვლევის თანამონაწილეები იყვნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

 

კონფერენციის პერიოდში ზვიად კირტავამ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ცნობილ მკვლევართან, რომლებთანაც ერთობლივ კვლევებსა და პუბლიკაციების მომზადებაში მონაწილეობს - პროფ. დემეტროვიჩთან და პროფ დენიელ კინგთან (ფლინდერსის უნივერსიტეტი, ადელაიდა, ავსტრალია), სუზანა ჯიმენესთან და ფერნანდო ფერნანდესთან (ბარსელონას ბელვიტჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, ესპანეთი), ქრისტიან მონტაგთან (მაკაოს უნივერსიტეტი, ჩინეთი), კატალინ ფელვინჩისთან (იოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი - ELTE, ბუდაპეშტი, უნგრეთი), არტემიზა დორესთან (პორტოს უნივერსიტეტი, პორტუგალია) და სხვებთან.

 

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდა ელექტრონულ წიგნად, ხოლო დეკემბერში განთავსდება მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში Journal of Behavioral Addictions (JBA).