პრე-აქსელერაციის პროგრამა – CUnicorn-ის მეექვსე ნაკადი

12 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა – CUnicorn-ის მეექვსე ნაკადის აქტივობები მიმდინარეობს!   

 

პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეების ანტრეპრენერული უნარებისა და ინოვაციური აზროვნების განვითარებას, სტარტაპ იდეების განვითარებას და მათ რეალურ ბიზნესებად გარდაქმნას. მონაწილეები ეტაპობრივად ეცნობიან სტარტაპის განვითარების ძირეულ კომპონენტებს და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით ივითარებენ შესაბამის კომპეტენციებს.

 

პირველი 5 კვირის განმავლობაში, მონაწილეებმა იმუშავეს შემდეგ თემატიკებზე:

 

  • იდეაციაცია და კრეატიული აზროვნების განვითარება;
  • მომხმარებლის პერსონის განვითარება (Customer Persona)  და ვალიდაცია;
  • იდეისა და პრობლემის თავსებადობის ( Problem-Solution Fit) ანალიზის ტექნიკები;
  • ბიზნეს მოდელი და შემოსავლის წყაროები;
  • კონკურენტული ანალიზი/ბრენდინგი და დიზაინი.

 

სესიებს უძღვებოდნენ სხვადასხვა წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლები, გამოცდილი მენტორები და ეკოსისტემის წევრები, მათ შორის:

 

  • ირაკლი სვანიძე - CU - ის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სტარტაპ მენტორი;
  • სანდრო კანდელაკი - StudentHunt - ის თანადამფუძნებელი და CEO, სტარტაპ მენტორი; 
  • გიორგი კინწურაშვილი - თიბისი ბანკის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი; 
  • მარო კოშაძე - Amadeo - ს თანადამფუძნებელი  და აღმასრულებელი დირექტორი; 
  • ნინი მოსიაშვილი - Helio.ai - ის თანადამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი. 

 

პროგრამის მოწვეული სპიკერები:

 

  • გეაროიდ კოქსი - დამფუძნებელი და CEO - SalesPipeline;
  • კარსტენ კოლბეკი -  Rainmaking-ის თანადამფუძნებელი და CEO. 

 

CUnicorn არის 10 კვირიანი ინტენსიური პროგრამა, რომელიც აერთიანებს თემატურ შეხვედრებს, პრაქტიკულ სესიებს და ინდივიდუალურ მენტორინგს. პროგრამის დასრულების შემდგომ კი, მონაწილეები საკუთარ სტარტაპ იდეებს დემო დღეზე წარადგენენ.