28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, ბრუკლინის კოლეჯის პროფესორს, ქეიტ როუზ ჰეჯთმანეკს უმასპინძლა.
პროფესორი ჰეჯთმანეკი შეხვდა სტუდენტებს და ჩაატარა ლექციაზე თემაზე - „კულტურა და კეთილდღეობა: გამოცდილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებიდან, სპორტდარბაზებიდან და მის მიღმა“.
ლექცია ეხებოდა ადამიანის მენტალური, სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობის საკითხებს განსხვავებული კულტურების და პიროვნული გამოცდილებების კონტექსტში.
ქეიტ როუზ ჰეჯთმანეკი არის ფილოსოფიის დოქტორი და ანთროპოლოგიის სრული პროფესორი ბრუკლინის კოლეჯში (ნიუ იორკის სითი უნივერსიტეტი CUNY). მისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს პიროვნების თვითგარდაქმნის პროცესებს კულტურულ კონტექსტში, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებებში, სავარჯიშო სივრცეებსა და ძალოსნური სპორტის გაერთიანებებში. იგი არის არაერთი აკადემიური და შემეცნებითი-პოპულარული ნაშრომის ავტორი; ხშირად მონაწილეობს თემატურ სატელევიზიო გადაცემებსა და პოდკასტებში. მისი ბოლო, უახლესი ნაშრომია -The Cult of CrossFit: Christianity and the American Fitness Phenomenon („კროსფიტის კულტი: ქრისტიანობა და ამერიკული ფიტნესფენომენი“), რომელიც 2025 წელს გამოიცა. იგი საქართველოში იმყოფება, ფულბრაიტის მკვლევართა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.
