საჯარო ლექცია - „საგადასახადო აუდიტი პრაქტიკაში: კომპანიების რისკები და ხშირი ხარვეზები“

6 მარტი 2026

5 მარტს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის საჯარო ლექციების ციკლის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „საგადასახადო აუდიტი პრაქტიკაში: კომპანიების რისკები და ხშირი ხარვეზები“.

 

ლექციას უძღვებოდა ლაშა კობერიძე - საგადასახადო ექსპერტი და კომპანია APTOS-ის ფინანსური მენეჯერი.

 

შეხვედრის ფარგლებში, მან სტუდენტებს გაუზიარა პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

 

  • საგადასახადო აუდიტის პროცესში ყველაზე ხშირად გამოვლენილი ხარვეზები;
  • კომპანიების მიერ დაშვებული ტიპური შეცდომები;
  • პრაქტიკული ქეისების განხილვა და რეალური მაგალითები.

 

შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული პასუხები სპიკერისგან.