გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 2024 შემოდგომის სემესტრი

8 მარტი 2024

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთათვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ MY CU - სტუდენტის პლათფორმას. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიო მენიუ "გაცვლითი პროგრამები". განაცხადის შევსებისას, სტუდენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალზე, რომლებთანაც სკოლას (ფაკულტეტს)  აქვს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება და შესაძლებელია მობილობის დაგეგმვა 2024 შემოდგომის სემესტრისთვის.

 

გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება. ასევე, განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2024 წლის შემოდგომის სემესტრისთვის.

 

განაცხადის შევსებისას გთხოვთ მიუთითეთ 2024-2025 აკადემიური წელი, სემესტრში კი მონიშნოთ აუცილებლად Fall.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და მინიმალლური კუმულლაციური GPA 3.0.

 

განაცხადის გაკეთების საბოლოო ვადაა- 10 აპრილი, 2024.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან- მეოთხე კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში; მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის ნებისმიერი სემესტრიდან/ტრიმესტრიდან სკოლის თანხმობის საფუძველზე; დოქტორანტურის საფეხურის ნებისმიერი ეტაპზე.