9 და 10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩატარდა მისაღები შემოქმედებითი ტური.
აბიტურიენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე - ,,მომავლის ინტერიერის კონცეფცია’’ .
გასაუბრებაზე აბიტურიენტებმა კომისიის წინაშე მოახდინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაცია და იმსჯელეს ამ ნამუშევრის გარშემო.
შედეგების შეფასების მაქსიმალური ქულა იყო 100. შედეგების ნახვას შეძლებთ მითითებულ ბმულზე.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე!
