გრაფიკული დიზაინის შემოქმედებითი ტურის შედეგები

16 ივნისი 2026

8, 9 და 10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩატარდა მისაღები შემოქმედებითი ტური.

 

აბიტურიენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე -,,ხელოვნება როგორც კომუნიკაციის საშუალება“.

 

გასაუბრებაზე აბიტურიენტებმა კომისიის წინაშე მოახდინეს მათ მიერ შესრულებული ნამუშევრის პრეზენტაცია და იმსჯელეს ამ ნამუშევრის გარშემო.

 

შედეგების შეფასების მაქსიმალური ქულა იყო 100. შედეგების ნახვას შეძლებთ მითითებულ ბმულზე.

 

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე!