რუმინეთის პოლიტიკის მეცნიერებებისა და საჯარო მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 ივლისი 2019

8-14 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საჯარო მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რუმინეთი, ბუქარესტი (National University of Political Studies and Administration, Romania, Bucharest) წარმომადგენელს, კატალინ ვრაბიეს, (Catalin Vrabie) ერაზმუს+ ის ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორთან, გიორგი დათუკიშვილთან. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ერთმანეთს დეპარტამენტის სტრუქტურული და ფუნქციონალური საკითხები გაუზიარეს, ასევე ამ მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ პროექტებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე გაამახვილეს ყურადღება.

 

ასევე, მობილობის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანთან, შოთა ნიჟარაძესთან და საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორთან, ნათია სულაბერიძესთან, რომლის მსვლელობისას მხარეებმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს, ასევე გამოთქვეს ინტერესი ერთობლივი პროექტებისა და კონფერენციების განხორციელებაზე.

 

გასათვალიწინებელია, რომ პოლიტიკის მეცნიერებებისა და საჯარო მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობას.