საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

18 დეკემბერი 2021

17 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში,აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ტრადიციულად, კამპუსში მოსულმა აბიტურიენტებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს CU კამპუსში საახალწლო გარემო დახვდათ და შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.

საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებისთვის 2022 წლის იანვრიდან განახლდება.