6 -11 ივლისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის სტუდენტების ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს დაცვის კომისიის წევრების წინაშე.
პროგრამის ზეპირი დაცვის კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, აფილირებული პროფესორი; გიორგი ცხადაია, აფილირებული პროფესორი; დავით ბაქრაძე, ასოცირებული პროფესორი; ემირ ეთერია, აფილირებული პროფესორი; რატი თვალავაძე, ასისტენტ-პროფესორი; გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი; გრიგოლ ჯულუხიძე, ასოცირებული პროფესორი; გივი ამირანაშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი; ნანა ფირცხელანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:
- ალექსანდრე ბოჭორიშვილი - სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული ლანდშაფტი 21-ე საუკუნეში: აზერბაიჯან-თურქეთის ცვალებადი ენერგეტიკული დიპლომატია და მისი გავლენა საქართველოს ენერგო-სატრანზიტო ფუნქციებზე
- თათია უშიკიშვილი - დეკარბონიზაცია, როგორც ძალაუფლების რედისტრიბუცია: საფრანგეთის ენერგოდიპლომატიის როლი 2022-2025 წლის ევროპული ენერგეტიკული წესრიგის ფორმირებაში
- დავით ქართველიშვილი - მალაკას დილემა და ჩინეთის ენერგოუსაფრთხოების სტრატეგია: საზღვაო დაუცველობის შემცირება სახმელეთო მილსადენების მეშვეობით
- გიორგი ადეიშვილი - ნავთობიდან მწვანე ჰაბამდე: საუდის არაბეთის ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და გლობალური ძალაუფლების ადაპტაცია
- ქეთევან გვარლიანი - ენერგეტიკული ურთიერთდამოკიდებულება თუ სტრატეგიული მოწყვლადობა? Nord Stream-ის ქეისის ანალიზი ნეორეალიზმისა და ნეოლიბერალური ინსტიტუციონალიზმის პერსპექტივიდან
- გვანცა გოგოლაძე - გლობალური კლიმატის პოლიტიკა, როგორც გეოპოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი- ევროკავშირის, ჩინეთისა და აშშ-ს შედარებითი ანალიზი
- ბარბარე რუხაძე - შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოება გლობალური მწვანე პოლიტიკის კონტექსტში: გამოწვევები და შესაძლებლობები
- ნატა ბოლქვაძე - რუსეთის სამხედრო ჩართულობა აფრიკის საჰელში: ვაგნერის ჯგუფის როლი და მისი გავლენა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
- ლიზი ზუბიაშვილი - გრენლანდია, როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის
პრიორიტეტული მიმართულება - ლიზი გოჩელეიშვილი - თურქეთის რესპუბლიკის რეგიონალური ინტერესები ახლო აღმოსავლეთში
- ანა გოგიჩაიშვილი - კუბის საერთაშორისო კრიზისი, როგორც დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმართის ხელოვნებისა და ძალაუფლების ბალანსის გამოცდა
- საბა ბერანძე - აშშ-ჩინეთის სტრატეგიული მეტოქეობა წყნარი ოკეანის რეგიონში უკანასკნელ ათწლეულში
- სანდრო კაცაძე - რუსეთის “ბასრი ძალის” (Sharp Power) გამოყენება ლათინურ ამერიკაში: გავლენა რეგიონულ უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ალიანსებზე (2014-2024)
- მიხეილ ლაგვილავა - რუსეთის სტრატეგიული რეაგირება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე (2010-2025): დეზინფორმაცია და პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტები
- გიორგი თოდიძე - დეზინფორმაციის როლი თანამედროვე საერთაშორისო კონფლიქტებში: 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის ანალიზი
- კონსტანტინე ტეტუნაშვილი - სამხრეთ ამერიკა დიდი ძალების კონკურენციის ეპოქაში: აშშ-სა და ჩინეთის ჩართულობა რეგიონში
- ნინი ფიჩხაია - მიგრაციის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც ჰიბრიდული ომის ახალი მექანიზმი: ბელარუსის შემთხვევის ანალიზი
- თაკო გველესიანი - ჩინური პროპაგანდა ტაივანის სუვერენიტეტთან დაკავშირებით
- ლიზი გორდულავა - ირანის პროპაგანდა და დეზინფორმაცია ლიბანის სამოქალაქო ომის დროს 1979-1990 წლებში: ჰეზბოლას “წარმოშობის” ლეგიტიმაცია საერთაშორისო არენაზე
- გიგა ბიკაშვილი - ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის ტრანსფორმაცია 2001 წლის შემდეგ: ტერორიზმი, როგორც მთავარი გამოწვევა
- ემილი ბაიდაშვილი - ენერგეტიკული პოლიტიკა გეოპოლიტიკური ძალაუფლების კონტექსტში: რუსეთის გავლენა ევროპასა და საქართველოზე
- მარიამ სიხარულიძე - სტრატეგიული დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხრეთ ჩინეთის ზღვის მაგალითზე
- ნინო ელკანიშვილი - სტრატეგიული ავტონომია საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში: მაკრონის ხედვა ნატოსა და ევროკავშირის გამოწვევების ფონზე (2017–2024)
- სოფო თოფჩიშვილი - ჩინეთის 'მწვანე პარადოქსი': კლიმატის პოლიტიკა, როგორც ჩინეთის გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი გლობალური გავლენის მოსაპოვებლად
- დავითი ღავთაძე - ინდოეთის გაღრმავებული თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც უარყოფითად აისახება ჩინეთის დამბალანსებელ აშშ-სთან ურთიერთობაზე.
- ლიკა თაბუაშვილი - ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთის სტრატეგიულ კონკურენციაში: ძალაუფლების გადანაწილება და რეგიონული უსაფრთხოების დილემა
- ლიკა კახელი - ჩინეთის საინფორმაციო ოპერაციები AUKUS-ის წინააღმდეგ აშშ-თან სტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტში
- სანდრო ბუხრაშვილი - ჩინეთის საინფორმაციო ოპერაციები სამხრეთ ჩინეთის ზღვის რეგიონში
- ლიზი ონიანი - არასახელმწიფო აქტორების როლი ჰიბრიდულ ომში: ჰამასი და ირან-ისრაელის დაპირისპირება
- ლიზი თოლორდავა - საინფორმაციო ოპერაციების როლი რუსეთ-უკრაინის ომში
- ანა ჯავახიშვილი - რუსეთის კიბერ-ოპერაციები აშშ-ის წინააღმდეგ სტრატეგიული დაპირისპირების კონტექსტში
- ლონგინოზ ჩაგანავა - პატარა ქვეყნების მიერ ჰიბრიდული საფრთხეების გამოყენება სტრატეგიული უპირატესობის მისაღწევად - ფინეთის მაგალითი
- ალიკა ორბელიანი - თურქეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ
- ელენე გელაშვილი - უნივერსალური ადამიანის უფლებების გლობალიზაცია: რა გავლენა აქვს ადამიანის უფლებებს ირანის საგარეო ურთიერთობებზე?
- ანა ცალქალამანიძე - სირიის კონფლიქტი და საერთაშორისო ჩარევა 2011-2024 წლებში: ძალთა ბალანსი, მარიონეტული ომი და მოლაპარაკებების კრიზისი
- მარიამ გიგაური - ძალის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში: სირიის კონფლიქტი როგორც გეოპოლიტიკური ინტერესების ბრძოლის არენა
- სალომე რობაქიძე - ირან-ისრაელის დაპირისპირება რეგიონულ უსაფრთხოებაში
- ლიზი მოდებაძე - ერაყის ომის პარადოქსი: რამ გამოიწვია რეგიონული დესტაბილიზაცია აშშ-ის 2003 წლის ერაყში ინტერვენციის შემდეგ
- დავით მესხიშვილი - აშშ-ს სტრატეგიული პოლიტიკის ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან მიმართებაში ჯოზეფ ბაიდენისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების პირობებში
- ანასტასია გუდაძე - “დაცვის პასუხისმგებლობის” (R2P) მნიშვნელობისა და ეფექტურობის შეფასება თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში
- ნინი ტყაბლაძე - იაპონიისა და სამხრეთ კორეის მიერ თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ანალიზი აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების პარალელურად
- სალომე კვარაცხელია - რუსეთის რბილი ძალისა და ჰიბრიდული გავლენის სტრატეგიები პოსტსაბჭოთა სივრცეში
- თეიმურაზ იორამაშვილი - ნატოს გაფართოების შემზღუდავი ფაქტორები პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევის ანალიზი
- გიორგი კოჭლაშვილი - დიდი ძალების (აშშ, რუსეთი და ევროკავშირი) სტრატეგიული არჩევანის განმსაზღვრელი ფაქტორები სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს მაგალითი
- გოგიტიძე გოგა - ჰიბრიდული ომი, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების განხორტრადიციული მექანიზმების ტრანსფორმაციის ფაქტორი: უკრაინის შემთხვევა
- დავით თათარაშვილი - სხვა სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი გადატრიალებებისა და რეჟიმების ცვლილების მნიშვნელობა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში - აშშ-ის საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების მაგალითზე
- დავით ბაქრაძე - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ნეორეალისტური ხედვის კრიტიკა
- ლუკა ბერიძე - რუსეთის დაშოშმინების სტრატეგია - კრემლის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურება დასავლური რბილი რეაგირების ფონზე
- ნიკა ჩხატარაშვილი - როდის ტოვებენ რეგიონული ძალები/დიდი სახელმწიფოები მოკავშირეებს - ყარაბაღის ომის მაგალითზე
- ლიზი ტატიშვილი - სახელმწიფოს მიერ მიგრაციის საგარეო პოლიტიკის იძულებით ინსტრუმენტად გამოყენება
- ჯემალ უზუნალოვი - საერთაშორისო აქტორების მიერ გენოციდების აღიარება - განმსაზღვრელი ფაქტორები
- გიორგი ჩხეიძე - რა ფაქტორები განაპირობებს მცირე და საშუალო ძალის სახელმწიფოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის ფლობის შესახებ
- ანნა ბაკურაძე - მართლმადიდებლური ფაქტორი რუსეთის “რბილ ძალაში”: საქართველოს ეკლესია, როგორც პოლიტიკური გავლენის ასპარეზი
- ანა ჩუთლაშვილი - 2022 წლის რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია უკრაინაში და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა: საქართველოს, უკრაინისა და მოდლოვას მაგალითი
- გიგა ტურძელაძე - ნატოს შეკავების სტრატეგიიდან წინმსწრებ თავდაცვაზე გადასვლის ახსნა
- ანი ედილაშვილი - აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობის ზრდის ახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში (2022-2025)
- ლუკა პაპასკირი - აშშ დემოკრატიის ხელშეწყობის სტრატეგიის სელექციურობა ლათინურ ამერიკაში 2016-2024 წლებში
- დავით ჯარმელიშვილი - პატარა ქვეყნების ეკონომიკური უსაფრთხოება გლობალური ურთიერთდამოკიდებულების პირობებში
- ბარბარე მაჭარაშვილი - პატარა სახელმწიფოები თანამედროვე საერთშორისო სისტემაში: ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიები
- ზურაბ ქარდავა - გორბაჩოვის მემკვიდრეობის რევიზია: პოსტ-საბჭოთა რევანშიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში.
