ეკონომიკის სკოლის სტუდენტმა - ზურაბ ღამბაშიძემ მონაწილეობა მიიღო მენეჯმენტის, ეკონომიკისა და აღრიცხვა-აუდიტის სფეროში გამოყენებითი კვლევების მე-11 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც 2026 წლის 5-7 ივნისს, კემბრიჯში, ონლაინ ფორმატში გაიმართა.
კონფერენცია აერთიანებდა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, რომლებიც მართვის, ეკონომიკისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროებში თანამედროვე კვლევების შედეგებსა და გამოცდილებას აზიარებდნენ.
ზურა ღამბაშიძე კონფერენციაზე წარსდგა თემით: ეკონომიკის შედარებითი ანალიზი საქართველოსა და მოლდოვაში.
ნაშრომში განხილული იყო საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციები, ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორები და განვითარების თანამედროვე გამოწვევები. კვლევა მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის ეკონომიკური გამოცდილების შედარებით ანალიზს და განვითარების პროცესში არსებული მსგავსებებისა და განსხვავებების წარმოჩენას.
ეკონომიკის სკოლა ულოცავს სტუდენტს საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებაში წარმატებულ მონაწილეობას და უსურვებს მომავალ პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას.
