ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება - „იარე, ლიზა“

31 მაისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, რეჟისორ ნანა ჯანელიძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - “იარე, ლიზა"-ს ჩვენება გაიმართა, ფილმის დასრულების შემდეგ წარიმართა დისკუსია რეჟისორ ნანა ჯანელიძის, სცენარისტ ლია ტოკლიკიშვილის და მთავარი როლის შემსრულებელ ეკა ტოგონიძის მონაწილეობით.

 

ფილმის მთავარი გმირი ლიზა, აფხაზეთის ომის რეპორტიორი იყო. ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ მას სატელევიზიო გადაცემაში სოხუმიდან დაურეკავს აფხაზი ყოფილი მებრძოლი. აფხაზის ზარი და მისი სიტყვები ერთბაშად ამოაბრუნებს ლიზას ცხოვრებას. იგი საჭესთან ჯდება და მთელ საქართველოს გადაკვეთს, რათა ენგურის ხიდზე შეხვდეს აფხაზს.

 

კანის 76-ე კინოფესტივალზე ფილმის "იარე, ლიზას" ჩვენება გაიმართა.