ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მეორე მიღების კურსდამთავრებულებისთვის ხელი მოეწერა ქართულ-გერმანულ დიპლომებს.
ერთობლივად ხელი მოაწერეს: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, TH Wildau-ის პრეზიდენტმა, ულრიკე ტიპპემ, და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა, შოთა ნიჟარაძემ.
ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტსა და TH Wildau-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 2022 წლიდან ხორციელდება. პროგრამის კურსდამთავრებულები წარმატებით საქმიანობენ როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე და მნიშვნელოვან წვლილი შეაქვთ ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მართვის სფეროს განვითარებაში.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას, თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ლოგისტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით. დიპლომებზე ხელმოწერა კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ უნივერსიტეტს შორის წარმატებულ პარტნიორობას და პროგრამის საერთაშორისო მნიშვნელობას.
