Skillwill x CU

5 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ,,ლიბრარეა’’-ში, ონლაინ აკადემია SKILLWILL-ის წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.


ორგანიზაციამ დამსწრე აუდიტორიას აკადემიის, კურსების და იმ შესაძლებლობების შესახებ გააცნეს დეტალური ინფორმაცია, რასაც სქილვილი მათ სთავაზობს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, კითხვა-პასუხის ფორმატში.

 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, SKILLWILL-მა კურსი გაათამაშა, რომლის საფუძველზეც შეირჩა გამარჯვებული - მარიამ ლომიძე. მარიამს აკადემია სრულად დაუფინანსებს მისთვის სასურველ კურსს.