საზაფხულო სკოლა "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ’’

16 ივლისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტში დასრულდა საზაფხულო სკოლა "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ’’.

 

საზაფხულო სკოლა ჩატარდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში".

 

სამწლიანი პროექტი ითვალისწინებს კავკასიის განათლების სკოლაში ახალი სასწავლო კურსის „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელები“ დანერგვას, სკოლის პედაგოგთა ტრენინგსა და საზაფხულო სკოლის ორგანიზებას უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის. პროექტის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი ჯოლოგუა.

 

2026 წლის საზაფხულო სკოლა ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა მიიღო თბილისის ოთხი სკოლის 60-მდე მოსწავლემ. საზაფხულო სკოლის შეხვედრების დროს მოსწავლეებთან ერთად განხილული იქნა მასმედიის გავლენების საკითხები; მათ შორის, გასართობი და სოციალური მედიის გავლენები, კომერციული და პოლიტიკური პროპაგანდა და დეზინფორმაცია.