კავკასიის მედიის სკოლა საერთაშორისო კვლევითი პროექტის -"Worlds of Journalism Study"- ის ნაწილი გახდა

2 ნოემბერი 2026

გლობალური კვლევით პროექტი "Worlds of Journalism Study" რომლის წევრიც კავკასიის მედიის სკოლა გახდა, მსოფლიოს 75 ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებასა და ცვალებად მედიაგარემოს 2011 წლიდან სწავლობს. საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფის ინტერესის სფეროა ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა, ღირებულებები და სტანდარტები; მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა; სამუშაო პირობები; პროფესიასთან დაკავშირებული სხვადასხვა შესაძლებლობა და გამოწვევები.

 

კვლევის ფარგლებში კავკასიის მედიის სკოლის მკვლევრები ჟურნალისტიკისა და მედიის შემსწავლელ მეცნიერთა ავტორიტეტულ გლობალურ ქსელში ჩაერთვებიან და საკუთარ წვლილს შეიტანენ ჟურნალისტური პროფესიის შესახებ ცოდნის გენერირებაში. ასევე, მათ მიეცემათ კვლევის მონაცემებზე წვდომისა და ერთობლივ კომპარატივისტურ კვლევებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

წლების მანძილზე აღნიშნული პროექტის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომია გამოქვეყნებული.

 

პროექტის ვებ-გვერდი.