კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულები

15 მაისი 2026

კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი 3 წლიანი პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების მასშტაბური ცერემონია აშშ-ში, ნიუ ჯერსის შტატში, FDU (ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტმა) გაიმართა.

 

სტუდენტებმა მესამე აკადემიური წელი ამერიკაში, FDU-ში გაატარეს და წარმატებით დაასრულეს პროგრამა.

 

ერთობლივი პროგრამა საერთაშორისო გამოცდილების გამორჩეულ შესაძლებლობას იძლევა და მნიშვნელოვან უპირატესობას უქმნის სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

 

კომპიუტერული მეცნიერების  ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა სამი წელია, რაც არსებობს და წელს პირველად ყავს კურსდამთავრებულები. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კავკასიის უნივერსიტეტისთვის, ისე ტექნოლოგიების სკოლისთვის და წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უნივერსიტეტის საერთაშორისო ინტეგრაციის გზაზე.