ტოჩინოშინი კავკასიის უნივერსიტეტში

18 ივნისი 2019

18 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, გულშემატკივრებს სუმომანთა კლუბის წევრებს და მედიას შეხვდა.

 

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინი კავკასიის უნივერსიტეტს უკვე მეორედ, ექსკლუზიურად ეწვია და ეს ერთადერთი საჯარო შეხვედრაა, რომელიც მან საქართველოში გამართა.

 

შეხვედრაზე ქართველმა ოძეკიმ სუმომანთა კლუბის დამფუძნებლებთან ერთად სუმოზე, მის წარმატებაზე და იაპონიისა და საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. შეხვედრისას მან ჟურნალისტების, მედიისა და გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა.

 

ღონისძიებას ასევე დაესწრო იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას პირველი მოადგილე შინჯო სოიამა.