შპს სკოლა „ცოდნის“ მე-11 კლასის მოსწავლეების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 მაისი 2025

1 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს, შპს სკოლა „ცოდნის“ მე-11 კლასის მოსწავლეები და სკოლის წარმომადგენლები ელისო გულიტაშვილი და ციცო ცაბაძე ესტუმრნენ.

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას  შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.