საქართველოში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ანდრიუს კალინდრას ვიზიტი CU კამპუსში

14 აპრილი 2021

14 აპრილს, ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა ეწვია კავკასიის უნივერსიტეტს.

 

ლიეტუვის ელჩი ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო და აუდიტორიას სიტყვით მიმართა. ქართული ენის დღეების ფარგლებში, ჩატარებული ორივე კონკურსის მონაწილე საუკეთესო ნაშრომის 2 ავტორს, ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მეგობართა ჯგუფის სახელით, საჩუქრები გადასცა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - ანდრიუს კალინდრამ.

 

ლიეტუვის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უმასპინძლა და კამპუსი დაათვალიერებინა.