დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტის ვიზიტი პარტნიორი უნივერსიტეტიდან

5 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტმა 21-30 აპრილს, პავოლ ჯოზეფ შაფარიკის უნივერსიტეტის სლოვაკეთი, დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტს, იგნაკ ბროშს უპასპინძლა. ვიზიტი დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და კავკასიის სამართლის სკოლის ორგანიზებით.

 

მობილობის ფარგლებში სტუდენტისთვის დაიგეგმა გაცნობითი შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელთან. შეხვედრაზე სტუდენტს შესაძლებლობა მიეცა მიეღო ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ. 

 

ასევე, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა კავკასიის სამართლის სკოლის დეკანთან, სოფიო შენგელიასთან, სადაც განხილულ იქნა აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები და სამართლის სფეროში აქტუალური საკითხები. 

 

მობილობის განმავლობაში სტუდენტს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია კავკასიის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ავალიანმა. კონსულტაციების ფარგლებში დაიგეგმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, რაც სტუდენტს დაეხმარა კვლევის მიმართულებების დახვეწაში. გარდა ამისა, სტუმარს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა სამართლის სკოლის ინგლისურენოვან ლექციებს და გაცნობოდა სასწავლო პროცესის სპეციფიკას.