მერილენდის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

6 მაისი 2026

5 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს მერილენდის უნივერსიტეტის, აშშ, არქიტექტურის, დაგეგმარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სკოლის, არქიტექტურის პროგრამის დირექტორი, პროფესორი მოჰამად გარიპური ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში გაცნობითი შეხვრდა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში, პროფესორი დეტალურად გაეცნო კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, არსებულ თანამშრომლობას წამყვან უნივერსიტეტებთან აშშ-ში და დაგეგმილ სამომავლო პროექტებს. მხარეებმა ასევე განიხილეს უნივერსიეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამის, მოკლევადიანი პროგრამებისა და ორმაგი ხარისხის პროგრამის მიმართულებით. 

 

ასევე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის და დიზაინის სკოლის დაკანთან, მარიამ მენაბდესთან და არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელთან, გვანცა ხელაძესთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია არქტიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურის, სკოლის გამოცდილების, სწავლების მეთოდებისა  და პროგრამის მიზნების შესახებ. 

 

ვიზიტის დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ ასევე უმასპინძლა პროფესორ ფარიპურის საჯარო ლექციას “სპარსული ბაღების” შესახებ.