პარიზის სორბონის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

19 თებერვალი 2020
19 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ, სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კოლეჯის პრეზიდენტს პიერ-ანრი ტავუაიო (Pierre-Henri Tavoillot) და ასოცირებულ პროფესორს ჟან-კასიენ ბიიეს (Jean-Cassien Billier) უმანპინძლა. 

სორბონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი დავიდ ტერტრი (David Teurtrie) და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები: ელეონორ გარნიე (Eléonore GARNIER) და მიჰაილ პრესლ (Mihail Presle). 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან კახა შენგელიასთან და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეციერებათა სკოლის დეკანთან დავით ნატროშვილთან. 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე შეთანხმდნენ სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. 

მნიშველოვანია, რომ პარიზის სორბონის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და წარმატებული უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა ევროპაში.