15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე გაიმართა ფრენბურთის ჩემპიონატის “CU CUP” 2025-ის ფინალი.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა შერეული გუნდი „AU RAAA“, რომელსაც გადაეცა ჩემპიონატის გარდამავალი თასი.
მეორე ადგილი დაიკავა შერეულმა გუნდმა „ZVIGENEBI“, ხოლო მესამე ადგილი – კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „FIREBALL“.
ფინალში გასულ გუნდებს კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
ჩემპიონატის სპონსორი იყო: Red Bull.