ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის - „მომავალი ეკონომისტი“

27 მარტი 2026

26 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის სკოლამ აბიტურიენტებისთვის ჩაატარა საგანმანათლებლო ვორკშოპი -  „მომავალი ეკონომისტი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკით დაინტერესებულმა სხვადასხვა სკოლის XI და XII კლასის მოსწავლეებმა.

 

ვორკშოპი სამი რაუნდისგან შედგებოდა, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა, როგორც ჯგუფურ ასევე ინდივიდუალურ ეტაპებს. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პრაქტიკულად გამოეცადათ საკუთარი ანალიტიკური, ლოგიკური და ეკონომიკური აზროვნების უნარები. თითოეული რაუნდი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნისა და უნარების მრავალმხრივ შეფასებას.

 

ვორკშოპის ბოლო რაუნდის შედეგად, გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

 

  • I ადგილი - დავით ბეჭვაია
  • II ადგილი - ანდრია ახობაძე
  • III ადგილი - გიორგი გიორგაძე

 

გამარჯვებულ აბიტურიენტებს გადაეცათ სასწავლო ვაუჩერები და გამარჯვების დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო ვორკშოპის ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.

 

ვორკშოპი „მომავალი ეკონომისტი“ მიზნად ისახავდა, ახალგაზრდებში ეკონომიკის მიმართ ინტერესის გაღრმავებას, მათთვის პრაქტიკული გამოცდილების შეთავაზებას და პროფესიული არჩევანის პროცესში მხარდაჭერას.