CU-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების შეხვედრა საფასადე მასალებისა და ტექნოლოგიების წარმომადგენლებთან

29 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სტუდიის ორგანიზებით, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის 20 და 22 ივნისს მოეწყო შეხვედრები საფასადე მასალებისა და ტექნოლოგიების წარმომადგენლებთან.

 

20 ივნისს, არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ  კომპანია ,,ევრო ფასადის" წარმომადგენელს, გაეცნენ შენობის საფასადე თუ ინტერიერის მოსაპირკეთებელ მასალებს, მათ მახასიათებლებსა და სპეციფიკაციებს.

 

22 ივნისს კი CU-ის სტუდენტებს უმასპინძლა კომპანია ,,დიომ", სადაც შოურუმში დაათვალიერეს  პროდუქციის სრული ასორტიმენტი  და გაეცნენ კარ-ფანჯრებისა და საფასადე ვიტრაჟების ტექნიკურ მახასიათებლებს.