პარტნიორები

არქიტექტურის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (არქიტექტურის სტუდია)

არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით სკოლის საქმიანობის ხელშეწყობისა და სტუდენტებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, დაფუძნდა არქიტექტურის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (არქიტექტურის სტუდია).

 

არქიტექტურის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის (არქიტექტურის სტუდიის) ძირითადი ფუნქციებია:

 

  • არქიტექტურული და დიზაინის მიმართულების პროექტების მომზადება, როგორც პრაქტიკოსი ლექტორების, ასევე სტუდენტების უშუალო ჩართულობით.
  • არქიტექტურული და დიზაინის მიმართულებებით კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებისა და ლექტორების ჩართულობით.
  • სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელება სტუდენტებისა და ლექტორებისათვის.
  • სკოლის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ინოვაციური პროექტების ინტელექტუალური და ტექნიკური მხარდაჭერა;