CU-ის გრაფიკული დიზაინის პროგრამის შემოქმედებითი ტური

16 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის  გრაფიკული დიზაინის პროგრამის შემოქმედებითი ტური მიმდინარეობდა.

 

აბიტურიენტებმა წარმოადგინეს ნამუშევრები თემაზე: "შენი თვალით დანახული ხელოვნების თავისუფლება". პროგრამის კომისიამ ჩაატარა გასაუბრება და შესაბამისად შეაფასა თითოეული მათგანი.

 

შედეგები გადაეგზავნა "შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს", რომლებიც თავის მხრივ ასახავენ ბაზაში არსებულ მონაცემებს.

 

წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას ვუსურვებთ თითოეულ აბიტურიენტს.