სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
- კავკასიის უნივერსიტეტის/სამაგისტრო მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა, რომელიც მოიცავს ინგლისური ენის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად, ასევე ზოგად ლოგიკურ კითხვებს;
- აპლიკანტი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისური ენის კომპონენტის ჩაბარებისგან, თუ არსებობს B2 დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატი (TOEFL-78; IELTS-6.0
- სამაგისტროს მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
- 2 ფოტოსურათი 3X4 +CD
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
- 2 რეკომენდაცია
- შევსებული აპლიკაციის ფორმა
მნიშვნელოვანი თარიღები:
- საბუთების მიღება: 2 სექტემბერის ჩათვლით, 19:00, ოთახი A2;
- მისაღები და საგრანტო ტესტირება: 4 სექტემბერი, 2026;
- მიმღებ კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრება: 9 სექტემბერი, 2026.
სწავლის საფასური და დაფინანსება:
| პროგრამა | წლიური საფასური | წლიური საფასური - CU გრანტით |
| ეკონომიკა | 7990 ლარი | 3995 ლარი |
CU გრანტი - 50%-იანი დაფინანსება
მაგისტრატურაზე სწავლის დაფინანსება შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც სწავლის საფასურის 50%-ს ფარავს.
CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:
- თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი;
- თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დააგროვებთ შეჯამებული მაქსიმალური ქულის 65% და მეტს.
თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ, შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ 50%-იანი დაფინანსება.
CU გრანტის შენარჩუნების პირობები
1+1 მოდელის სამაგისტრო პროგრამები
- CU გრანტის შესანარჩუნებლად სტუდენტმა პროგრამის პირველი ნაწილი (ნაწილი 1) უნდა დაასრულოს ერთ აკადემიურ წელში.
- პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, გრანტი შენარჩუნდება, თუ სტუდენტი სწავლას გააგრძელებს უწყვეტ რეჟიმში და პირველი ნაწილის (ნაწილი 1) GPA იქნება 3.8 ან მეტი.
- სტუდენტებს, რომლებიც პროგრამის პირველ ნაწილზე (ნაწილი 1) CU გრანტით არ სარგებლობდნენ, პროგრამის მეორე ნაწილზე (ნაწილი 2) 50%-იანი CU გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, თუ ნაწილი 1-ს ერთ აკადემიურ წელში დაასრულებენ და მათი GPA იქნება 3.8 ან მეტი.
