პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
პროგრამის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი უფლებამოსილია სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე გააგრძელოს სწავლა პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე, იმ შემთხვევაში, თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის მეორე ნაწილზე ჩარიცხვისთვის, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა.
მნიშვნელოვანი: სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არანაკლებ 120-კრედიტიანი იმავე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 60 კრედიტის მოცულობის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, პირი ვალდებულია ჩააბაროს სამაგისტრო გამოცდა იმისათვის, რომ ჩააბაროს აღნიშნული პროგრამის მეორე ნაწილზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი + ნიშნების ფურცელი
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- სამხედრო ბილეთი (ვაჟებისათვის)
- 2 ფოტოსურათი 3X4 +CD
- სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
- 2 რეკომენდაცია
- შევსებული აპლიკაციის ფორმა
გადახდის პირობები
სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად.
