პროგრამის სტრუქტურა

ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავს მოიცავს 60 ECTS კრედიტს წელიწადში,  სემესტრში – 30  ECTS  კრედიტს. სასწავლო წელი აგებულია სემესტრული პრინციპით: შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებით.  

 

პროგრამის ყველა საგანი დაკავშირებულია ძირითად სფეროსთან და გაძლიერებულია კვლევითი კომპონენტით. პროგრამის მეორე ნაწილი შედგება სავალდებულო და არჩევითი კომპონენტებისგან. სავალდებულო კომპონენტი შედგება 48 ECTS კრედიტისგან, რომელიც სრულად ეთმობა კვლევით კომპონენტს, მათ შორის 30 ECTS კრედიტი ეთმობა სამაგისტრო ნაშრომს. არჩევითის სასწავლო კომპონენტი შედგება 12 ECTS კრედიტისგან, რომელსაც სტუდენტი ირჩევს შეთავაზებული 24 ECTS მოცულობის  საგნებიდან.

 

პროგრამის სტრუქტურა.