მიღების წესები

მიღების წესი

კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობას წარმოადგენს:
 
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის  წარმატებით ჩაბარება
  • კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ბიზნესის სკოლის სპეციალობასთან რელევანტური მისაღები გამოცდის წარმატებით გავლა (მოიცავს ინგლისურის გააზრებისა და წერის კომპონენტებს B2 დონის შესაბამისად და ზოგად ლოგიკურ და რაოდენობრივი მსჯელობის კითხვებს; ინდივიდი შეიძლება განთავისუფლდეს მოცემული პირობისაგან, იმ შემთხვევაში თუ არსებობს ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი); იხილეთ გამოცდის ნიმუში
  • კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნესის სკოლის სამაგისტრო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების წარმატებით გავლა.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

 

 

  • 2 სარეკომენდაციო წერილი
  • CV/რეზიუმე
  • სამოტივაციო წერილი
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დიპლომის ნოტარიული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ თარიღისა და ბრძანების ნომრის მითითებით
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • პირადობის ასლი
  • NAEC-ის ბარათი
  • 2 ფოტოსურათი + CD
  • შევსებული ფორმა 1 (პირადი მონაცემების შესახებ)
  • ონლაინ რეგისტრაციის ფორმა

 

 

თარიღები:

 

  • საბუთების მიღება:  2024 წლის  2 სექტემბერის ჩათვლით

  • CSB-ის მისაღები და საგრანტო ტესტირება: სექტემბერი 2024

  • CSB-ის მიმღებ კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრება: სექტემბერი 2024 


გადახდის პირობები

სწავლის საფასურის გადახდა ხდება სემესტრულად, აღებული კრედიტების შესაბამისად

 

მაგისტრატურაში სწავლის დაფინანსება სახელმწიფო გრანტთან ერთად შეგიძლიათ CU გრანტით, რომელიც გულისხმობს 50%-იან დაფინანსებას პროგრამის სრულ ღირებულებაზე.

 

CU გრანტის მოპოვების ორი შესაძლებლობა არსებობს:

 

  • თუ ხართ/იქნებით ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და გაქვთ ბაკალავრიატის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი
  • თუ საერთო სამაგისტრო გამოცდაზე  დააგროვებთ მაქსიმალური საგრანტო ქულის 65% და მეტს 
     

თუ ორი პირობიდან რომელიმეს აკმაყოფილებთ შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ საგრანტო კონკურსში და მოიპოვოთ დაფინანსება.

 
 
სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის წლიური ღირებულება შეადგენს:
 
CU სტანდარტული გადასახადი CU გრანტის მოპოვებისას CU და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას
5 950 ლარი 2 975 ლარი  1 850 ლარი 
იმ შემთხვევაში თუ კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს არ აქვს GPA (3,5 და მეტი), ის მიიღებს სრული პროგრამის 10%-იან დაფინანსებას.