საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტთა ღია ლექციები

5 თებერვალი 2018

5-10 თებერვალს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სადოქტორო პროგრამის „სწავლება ასისიტირების“ კომპონენტის ფარგლებში, 2016 წლის მიღების დოქტორანტთა საჩვენებელი ლექციები გაიმართა.

 

ამ კომპონენტით შესრულდა „სწავლება-ასისტირების“ ბოლო, სავალდებულო ეტაპი. სავარჯიშოს ფარგლებში დოქტორანტებს საშუალება ჰქონდათ მათ მიერ სემესტრის განმავლობაში მომზადებული სასწავლო კურსის სილაბუსიდან ამოერიჩიათ ერთი თემა და წარედგინათ ღია აუდიტორიისთვის. ლექციისა და კითხვა-პასუხის შემდეგ, დოქტორანტებმა სადოქტორო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებისგან სილაბუსთან და ლექციასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური და პრაქტიკული რჩევები მიიღეს.

 

ღია ლექციის თემატიკა:

 

  1. გრიგოლ ჯულუხიძე, „თანამედროვე რუსული პროპაგანდა“
  2. შმაგი სამხარაძე, „დემოკრატიზაცია და ეკონომიკური განვითარება - განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და თეორიული ხედვები განვითარებაზე"
  3. ავთანდილ აგიაშვილი, „გლობალიზაცია - ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები”
  4. ანა ანუშიძე, „აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა - თანამედროვე პერიოდი"
  5. მარიამ ქობულია, „მედიის გავლენა პოლიტიკაზე“
  6. თამარ თეთვაძე, „აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 9/11 შემდგომ“
  7. გიორგი მეტრეველი, ,,დემოკრატიის მხარდაჭერის პოლიტიკის ამერიკული და ევროპული სტრატეგიები: საერთო ფასეულობები, განსხვავებული ინსტრუმენტები?''
  8. ნანა ფირცხელანი, „საქართველო-ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობები“
  9. ელენე ფანჩულიძე, „ევროკავშირის მედიაციის პოლიტიკა: საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები“
  10. ნიკა კიკნაძე, „საზოგადოებასთან ურთიერთბის (PR) როლი სახელმწიფო კრიზისების მართვისას”
  11. გიორგი ყაყიჩაშვილი, „საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ISIS, Al-qaeda, ETA-ს სტრუქტურა და მისი გავლენა ტერორისტული ჯგუფების ქცევაზე"
  12. მარიამ ოქრუაშვილი, „საქართველოს სამეზობლო გეოპოლიტიკა“ 
  13. ნინო ლომიძე, „ტერორიზმი: საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები“
  14. ირინე პანკელაშვილი, „დიადი სტრატეგიების არსი და მათი მნიშვნელობა”