რადიო CSM

Radio CSM შეიქმნა 2014 წელს. ეს არის სტუდენტური მედია და მის კონტენტს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების სხვადასხვა თაობა ქმნის. რადიო მუშაობს ონლაინ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. მას იპოვით ყველგან, სადაც ინტერნეტია. მსმენელს აქ შეუძლია მოისმინოთ სტუდენტურ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული მუსიკა და გადაცემები.

 

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამის სტუდენტების გარდა, რადიოს პროექტში ჩართულები არიან მედიის სკოლის პიარის პროგრამის სტუდენტებიც. მათი მოვალეობა მსმენელთა ინტერესების იდენტიფიკაცია, სამიზნე ჯგუფების დადგენა და რადიოს პოპულარიზაციაა.

 

რადიო CSM დონორების - "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა" და "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით შეიქმნა.  სტუდენტურ გუნდს კონტენტის შექმნაში დღეს მენტორობას უწევს “დოიჩე ველეს აკადემია” და მისი წარმომადგენელი თინათინ ცისკარიძე. 

 

რადიო CSM

 

სტუდენტური ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ.