შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს ორ 60 კრედიტიან ნაწილებს (1+1). სტუდენტს აქვს უფლება გაიაროს ერთწლიანი (60 კრედიტიანი) პროგრამა, რის საფუძველზეც მიიღებს მაგისტრის დიპლომს. დამატებით მეორე 60 კრედიტიანი ნაწილის გავლის შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება კვლევის მაგისტრის ხარისხი.
პროგრამა სტრუქტურა:
I ნაწილი (სწავლის ვადა 1 წელი - მაგისტრის ხარისხი):
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 48 ECTS კრედიტი
- არჩევითი სასწავლო კურსები - 12 ECTS კრედიტი
II ნაწილი (სწავლის ვადა 1 წელი - კვლევის მაგისტრის ხარისხი):
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 48 ECTS კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი)
- არჩევითი სასწავლო კურსები - 12 ECTS კრედიტი
