ტურიზმის სკოლის სტუდენტების საგანმანათლებლო ვიზიტი კომპანია „მიმინო კავკასიაში“

24 დეკემბერი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“, სადაც ჩატარდა მათი დასკვნითი სასწავლო სესია.

 

სტუდენტები გაეცნენ DMC (Destination Management Company) ტიპის კომპანიის სტრუქტურას, მართვის სისტემას და ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურისტული პროდუქტების დაგეგმვას, კლიენტებთან მუშაობის სპეციფიკასა და რეალურ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს.


აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტსა და კომპანია „მიმინო კავკასიაში“-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორივე მხარის საერთო მიზანს, აკადემიური ცოდნის პრაქტიკასთან ეფექტურ დაკავშირებას და სტუდენტებისთვის რეალურ პროფესიულ გარემოსთან გაცნობას.


გასვლით ლექციას ხელმძღვანელობდა ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორი, ქეთევან თევზაძე. ტურიზმის სკოლა მადლობას უხდის კომპანია „მიმინო კავკასიაში“- ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.