23 დეკემბერს, ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მოინახულეს თბილისის ღვინის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ისტორიულ ქარვასლაში.
ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, დაათვალიერეს ღვინისა და მეღვინეობასთან დაკავშირებული უნიკალური არტეფაქტები და ეთნოგრაფიული მასალა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვევრის ღვინის ტექნოლოგიას, მის თავისებურებებსა და მნიშვნელობას ქართული კულტურის კონტექსტში.
ამავე სივრცეში გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც პროფესიონალი სომელიე უძღვებოდა. დეგუსტაციის პროცესში სტუდენტებმა ისწავლეს ღვინის დაგემოვნების ძირითადი წესები და თანმიმდევრობა, გაეცნენ სხვადასხვა ტიპის ღვინის მახასიათებლებს და დააგემოვნეს რამდენიმე სახეობის ღვინო.
ვიზიტი სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა და სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული იყო. მონაწილეები განსაკუთრებულად კმაყოფილები დარჩნენ მიღებული გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით.
