ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

5 დეკემბერი 2022

3 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის  ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა  საჯარო ლექცია თემაზე:  COVID-19 პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს ძირითადი უფლებების შემზღუდველი აქტების კანონიერება.

 

ლექციას უძღვებოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნა მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი შეზღუდვების კანონიერება და, შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმაცია. ლექციაზე ასევე განხილული იქნა საია-ის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული სკოპინგის დასკვნისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებების განხორციელებას ითვალისწინებს საჯარო განხილვის ჩატარების გარეშე, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს.