სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი აბიტურიენტებისთვის

5 მაისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტისა და ,,ლეგის აკადემიის” კოლაბორაციით 26 აპრილსა და 3 მაისს, აბიტურიენტებისთვის ორეტაპიანი სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესი გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში, სამართლის სფეროთი დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა პირველად გამოსცადეს პროკურორის, ადვოკატისა და მოწმის როლები. პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეებმა ისწავლეს ანაბეჭდების აღება, რეალურ საგამოძიებო ოქმებზე მუშაობა და სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობის საფუძვლები. მეორე ეტაპზე კი მონაწილეებმა კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში ჩაატარეს იმიტირებული პროცესი.

 

იმიტირებული პროცესი გაიმართა რეალური გახმაურებული საქმის ირგვლივ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ყოველწლიურად აორგანიზებს აბიტურიენტებისთვის სასარგებლო პროფესიულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია სამართლის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით რეალური პრაქტიკული გამოცდილების მიღება.