საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში

7 ივნისი 2022

2022 წლის მარტიდან ხორციელდება პროექტი „საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებები საქართველოში“. პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. პროექტი სრულდება ასოციაციის „ევროპის დროით“ მიერ კავკასიის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. 

 

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს კვლევა საჯარო მოხელეთა გათავისუფლების საკითხებზე, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზი (ქ-ნი ე. გასიტაშვილი), არსებული მდგომარეობისა და პროგრესის ანალიზი (ქ-ნი ე. ქარდავა), დისტანციური გამოკითხვის სტატისტიკის ანალიზი (ბ-ნი დ. ომსარაშვილი).

 

კვლევაში ჩართულია კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორი და დოქტორანტი. 

ა.წ. 16 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, 13.00 საათზე დაგეგმილია, მრგვალი მაგიდა, რომელსაც დაესწრება კავკასიის სამართლის სკოლის ადმინისტრაცია, პროექტის ექსპერტები და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები. განხილული იქნება კვლევის  პირველადი შედეგები.

 

დღის წესრიგი