შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი)

3 აპრილი 2023

3 აპრილს, 15:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, შედგება შემოქმედებითი დიალოგი: „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“ (საქართველოსა და უკრაინის მაგალითი).

ღონისძიებას წარუძღვებიან: ეთერ (ეთერო) თათარაიძე - პოეტი, პროფესორი (საქართველო); ნატალია ტროხიმი - მწერალი და მთარგმნელი (უკრაინა)

 

მოდერატორი: პროფ. მარიამ მანჯგალაძე

 

ქართველი და უკრაინელი ავტორები ეთერ (ეთერო) თათარაიძე და ნატალია ტროხიმი  ისაუბრებენ  დიალექტის სიცოცხლისუნარიანობის მნიშვნელობაზე; რატომ დაიბადა ფრაზა - „დიალექტები - დედამდინარეში ჩამდინარე ნაკადულები“; რას მოგვითხრობს საქართველოსა და უკრაინის დიალექტური მოზაიკა; როგორ შევინარჩუნოთ დიალექტური მრავალფეროვნება, რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა დიალექტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად.

 

ავტორები შექმნიან თოჯინებს ქართული  და უკრაინული ენების  დიალექტურ მოტივებზე.

 

აღნიშნული ღონისძიება პროექტის _ „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა!“ ნაწილია, რომლის ავტორია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი - მარიამ მანჯგალაძე. პროექტი წარმატებით განხორციელდა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, 2016 წლის 14 აპრილს და, მას შემდეგ, სხვადასხვა საინტერესო ფორმატით, ყოველწლიურად ტარდება კავკასიის უნივერსიტეტში.

 

გთხოვთ, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე