31 ოქტომბერსა და 1-ელ ნოემბერს, მედიცინის სკოლის ინიციატივით გაიმართება ქირურგიული უნარების ინტენსიური ტრენინგი - Surgical Skills Immersion.
ტრენინგს გაუძღვებიან: ქეთა კეკუტია -პლასტიკური ქირურგი, ექიმი-რეზიდენტი, ზუკა ტყეშელაშვილი -ორთოპედ-ტრავმატოლოგი და ლევან დათიაშვილი-კარდიოქირურგი, ექიმი-რეზიდენტი.
ინტენსიური ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ქირურგიული უნარები პრაქტიკულ გარემოში განავითარონ და ქირურგიის სფეროში გამოცდილება გაიღრმაონ.
დღე 1 - ქირურგიული უნარები:
- საბაზისო ქირურგიული ნაკერები
- პლასტიკური და ესთეტიკური ნაკერები
- ორთოპედია და ართროპლასტიკა
დღე 2 - კარდიოქირურგიის ინტენსივი
ბიოლოგიურ მასალაზე მუშაობით, მონაწილეები გაივლიან:
- გულის ანატომია
- ქირურგიული მიდგომები და წვდომა
- კარდიული ნაკერები
- ვასკულარული ანასტომოზი
- კორონარული შუნტირების (CABG) პრინციპები
- შუნტირების ტექნიკები
- ქირურგიული ინსტრუმენტარიუმი და საოპერაციო ოთახის მუშაობის პრინციპები.
