ინტერაქციული ვორკშოპი აბიტურიენტებისთვის – „ვინ არის ფსიქოლოგი?

8 December 2026

მომავალი პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხშირად ბევრი კითხვა და გაურკვევლობა ახლავს. 8 დეკემბერს, 13:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, აბიტურიენტებისთვის ჩატარდება ინტერაქციული ვორკშოპი – „ვინ არის ფსიქოლოგი? (მითები და რეალობა)“.

 

ვორკშოპს გაუძღვება მაია მაჭავარიანი-წერეთელი, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი.

 

ვორკშოპის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ფსიქოლოგიის სფეროს რეალურ მხარეს, გაიაზრებენ გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებს და მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც პროფესიის შესახებ სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებასა და ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ.

 

ვორკშოპზე მონაწილეები გაიგებენ:

 

  • რა განსხვავებაა ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტსა და ფსიქიატრს შორის;
  • მართლა „კითხულობენ“ თუ არა ფსიქოლოგები აზრებს და გასცემენ თუ არა მზა რჩევებს;
  • როგორია ფსიქოლოგის ყოველდღიური სამუშაო პროცესი და რა მიმართულებები არსებობს ამ სფეროში.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.