საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური სემინარები კავკასიის უნივერსიტეტში

22 October 2026

ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო კონფერენციებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ კოლეგები საფრანგეთიდან და ასევე  ფრანგულ ასოციაციებთან დაკავშირებული ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

2026-2027 წელს საჯარო საუნივერსიტეტო კონფერენციები ძირითადად მიეძღვნება ფსიქოანალიტიკური ტექნიკის საკითხს.

 

2026-2027 სასწავლო წელს, ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის საუნივერსიტეტო კონფერენციებს უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის ფარგლებშიც ოქტომბრის თვეში სემინარები შემდეგი თანმიმდევრობით:

 

  • 22 ოქტომბერი 19:00 საათი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სემინარი თემაზე: "ტრანსფერის მართვა ფსიქოზის დროს - რას გვასწავლის უნგრული სკოლა" - მომხსენებელი - ოლივიე დუვილი, ფსიქოანალიტიკოსი, ანთროპოლოგი - ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძვნებელი.

 

  • 26 ოქტომბერი 19:00 საათი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სემინარი თემაზე:  "აუტიზმი ბავშვებთან და ბავშვთა ფსიქოზები" - მომხსენებელი - ოლივიე დუვილი - ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძვნებელი.

 

  • 27 ოქტომბერი 19:00 სათი, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

სემინარი თემაზე:  "ბავშვთა ფსიქოანალიზი - ტექნიკა და მეთოდოლოგია".  მომხსენებელი - კატრინ სალადენი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსი პედოფსიქიატრიის სექტორში, პარიზის ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდიანული კვლევის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

 

დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.