სოლანას ჰაკათონი-ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება

25 September 2026

25 და 26 სექტემბერს, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება სოლანას ჰაკათონი - ორდღიანი ინტენსიური Web3 ღონისძიება, რომელსაც ჩაატარებს Superteam Georgia - Solana-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში.

 

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, გაეცნონ Solana-ს ეკოსისტემას, იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, შექმნან საკუთარი პროექტი, მიიღონ მენტორებისგან უკუკავშირი და მოიპოვონ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ჰაკათონში.

 

იდეათონის საპრიზო ფონდი - $1000 

 

რა გელოდებათ?

 

Day 1 — Ideathon

 

  • რა არის Solana და რატომ იქმნება მომავალი სტარტაპები
  • Solana, Superteam Georgia და კრიპტო ეკოსისტემის გაცნობა
  • როგორ შევუერთდეთ Solana-ს ყველაზე დიდ ჰაკათონს, Colosseum-ს, სადაც მონაწილეთათვის $2.5M საპრიზო ფონდია
  • გუნდების ფორმირება- იდეების, ტექნიკური მიმართულებისა და პროტოტიპების დახვეწა.
  • Superteam Georgia-ს მენტორინგი და ტექნიკური მხარდაჭერა

 

Day 2 — Pitch Day

 

  • გუნდების მიერ იდეების საბოლოო დამუშავება და დახვეწა 
  • მენტორინგი - ვიზუალურად და შინაარსობრივად მიმზიდველი პრეზენტაციის შესაქმნელად
  • Final Pitch Session

 

ვის ველოდებით?

 

თუ ხარ სტუდენტი/ მოსწავლე და გაინტერესებს:

 

  • Web3 და Blockchain
  • ტექნოლოგიები
  • Innovation
  • AI + Blockchain

 

მაშინ ეს ღონისძიება შენთვისაა.

 

რატომ არ უნდა გამოტოვო?

 

ეს ღონისძიება შეიძლება გახდეს შენი გზა საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობამდე, გრანტამდე, თანადამფუძნებლამდე ან პირველ სტარტაპამდე. ასევე,  საუკეთესო გუნდებს ექნებათ შესაძლებლობა მოემზადონ Colosseum-ის გლობალური ჰაკათონისთვის და ჩაერთონ Tbilisi Build Station-ის ერთკვირიან პროგრამაში.

 

მონაწილეობის მისაღებად წინარე გამოცდილება აუცილებელი არ არის.

 

ადგილები შეზღუდულია.

 

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე.

 

რეკომენდებულია წინასწარ დარეგისტრირება Colosseum Hackathon-ზე. 

ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი.