შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოქვეყნდა 2025 წლის ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები. სულ დასაფინანსებლად შეირჩა 111 პროექტი, რომელთა შორის 19 - ე ადგილზე მაღალი შეფასებითი არის კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ერთობლივი თანამშრომლობით წარმოდგენილი პროექტი.
კონკურსის ფარგლებში, წარდგენილი იყო პროექტი სახელწოდებით „ინტერნეტის ფრაგმენტაცია შავი ზღვის რეგიონში კიბერინტერვენციის გზით: გეოპოლიტიკური ფაქტორები და რეგიონული მიდგომები,“ რომელიც შეისწავლის ინტერნეტ ფრაგმენტაციის მზარდ ფენომენს შავი ზღვის რეგიონში. პროექტში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ არღვევს კიბერსივრცეში არსებული საფრთხეები და გეოპოლიტიკური ფაქტორები ციფრული ინფრასტრუქტურის ერთიანობას, საფრთხის ქვეშ აყენებს გლობალური თუ რეგიონალური ინტერნეტის სტაბილურ განვითარებას. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს რეგიონში ინტერნეტის ფრაგმენტაციის პრობლემის ანალიზი, მოდელირება და კონკრეტული გადაწყვეტილებების შეთავაზება.
პროექტის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, კერძოდ:
- რაზვან ბოკუ - პროექტის ხელმძღვანელი
- ვლადიმერ სვანაძე - პროექტის კოორდინატორი, მკვლევარი
- მაქსიმ იავიჩი - უფროსი მკვლევარი
- ოქსანა კოვალჩუკი - მკვლევარი
- დიანა პოპოვა - მათემატიკური მოდელირების სპეციალისტი
- აუდრიუს ლოპატა - უცხოელი კონსულტანტი
პროქეტის ხანძლიობა არის 3 წელი, ბიუჯეტი: 240 000 ლარი.
