კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ წურწუმიამ „არქიტექტურული პრემია 2026“ მოიპოვა

10 November 2026

1-ელ ოქტომბერს, რიგით მე-XX საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2026“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებული კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი თამარ წურწუმია გახდა.

 

თამარმა გაიმარჯვა ნომინაციაში „საზოგადოებრივი ნაგებობის სტუდენტური პროექტი“. მისი პროექტის ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი ალი რაჩიდი იყო.

 

აღნიშნული გამარჯვება უსვამს ხაზს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატებულ მონაწილეობას საერთაშორისო და პროფესიულ კონკურსებში.